ირანი აშშ-ს ავღანეთში ტერორისტული ჯგუფების გადაყვანაში ადანაშაულებს
უცხოეთი
ირანი აშშ-ს ავღანეთში ტერორისტული ჯგუფების გადაყვანაში ადანაშაულებს

     საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ირანი აშშ-ს ავღანეთში ტერორისტული ჯგუფების გადაყვანაში ადანაშაულებს. ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი მოჰამად ბაკერი ავღანეთში ტერორისტული მოქმედებების გააქტიურებას სწორედ აშშ-ის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ტერორისტული ჯგუფების წევრების ავღანეთში გადაყვანას უკავშირებს.
„როდესაც ამერიკელებმა გააცნობიერეს, რომ დაეშმა სირიასა და ერაყში დაპყრობილი ტერიტორიები დაკარგა, ჯგუფის წევრები ავღანეთში სხვადსხვ გზით გადაიყვანა.
ჩვენ მოწმე ვართ ავღანეთში აფეთქებების, ტერორისა და ახალი დანაშაულის“, – აღნიშნა მოჰამად ბაკერიმ.

1tv.ge