საზოგადოება
გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ხოლო პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დავთანხმდი ჩემი კოლეგების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პარტიის წევრების წინადადებას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო პარლამენტის არჩევნებში ხონი-ვანის მაჟორიტარულ ოლქში. ხონსა და ვანს აქვს შანსი, რომ ქვეყანაში მიმდინარე მდორე ცხოვრება პროგრესისკენ შეცვალოს. მე კი მათთვის ყველაფერს გავაკეთებ“, — განაცხადა უგულავამ პარტიის ყრილობაზე, რომელიც გუშინ გაიმართა.
გიგი უგულავამ ყრილობაზე აღნიშნა, რომ ის წარმოშობით ხობის რაიონიდან არის.
„ევროპულმა საქართველომ“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია. ასევე, დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.
2016 წლის შემოდგომაზეერთიანი ნაციონალური მოძრაობაორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიისრუხ კარდინალადწოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი - ახალაიების ოჯახისკლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.
დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების წინააღმდეგ წავიდა, რისი მომხრეც სააკშვილი იყო.
წყარო sputnik-georgia