საქართველოს აეროპორტები 2017 წელს 4,1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 43,4%-ით მეტია
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტები 2017 წელს 4,1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 43,4%-ით მეტია

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების თანახმად, მგზავრების ნაკადის საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მაგალითად, თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მაღალმთიან სვანეთში 2017 წლის განმავლობაში თითქმის 7,3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 72,2%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით.
ამავე პერიოდში ამბროლაურის აეროპორტი 5,6 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. სხვათაშორის, ამ აეროპორტმა 2017 წლის იანვარში პირველად მიიღო მგზავრები.