საზოგადოება
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
22 წლის ახალგაზრდა მისმა თანატოლმა გოგომ, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.