პოლიტიკა
აშშ-ის შემდეგ დაიწყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი ლონდონში

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ლონდონში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ორდღიანი ვიზიტი მიმდინარეობს. მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნება ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017“-ის შედეგებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზებით ასევე შედგა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017“-ის შედეგების პრეზენტაცია.