აქტუალური
ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთი კი არა, FBI და იუსტიციის სამინისტრო ერეოდნენ და ჰილარი კლინტონის ფულით რუსეთს ადანაშაულებდნენ! - დევინ ნუნესის მემორანდუმი

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ში ე.წ. რუსული საქმის გამოძიების ფარგლებში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი დევინ ნუნესის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის გარშემო სკანდალი გორდება.
ახალი სკანდალის ცენტრშია ყოფილი ბრიტანელი მზვერავის კრისტოფერ სტილის დოსიე, რომლის დახმარებით გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და იუსტიციის სამინისტრომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მრჩევლის კარტერ პეიჯის თვალთვალის ნებართვა მიიღეს. მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, FBI-მაც და ამერიკის იუსტიციის სამინისტრომაც იცოდნენ, რომ სტილი „ყველაფერს აკეთებდა, რათა დონალდ ტრამპი არ აერჩიათ“, და ჰილარი კლინტონის შტაბისა და დემოკრატთა ნაციონალური კომიტეტის დავალებით ტრამპზე კომპრომატს აგროვებდა, რისთვისაც მათგან, მინიმუმ, 160 ათასი დოლარი მიიღო.
პეიჯის მოსმენის ნებართვას მაშინ ხელი მოაწერეს FBI-ს დირექტორმა ჯეიმს კომიმ, მისმა მოადგილემ მაკკეიბმა და გენპროკურორის მოადგილეებმა სალი იეიტსმა და როდ როზენშტაინმა. ამ ოთხეულიდან მხოლოდ როზენშტაინი მუშაობს უწინდებურად, დანარჩენები ან დაითხოვეს, ან თვითონ წავიდნენ. ნიუანსი ის გახლავთ, რომ ამჟამად სწორედ როზენშტაინი კურატორობს რუსული გამოძიების მიმდინარეობას, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს.