აქტუალური
მაიკლ მაკფოლი, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი: მოხსენებაში რუსეთის მთელი მთავრობის ჩართვა სასაცილოა! იქ არიან ოლიგარქები, რომლებსაც სულაც არ აქვთ ახლო კავშირი პუტინთან

     საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. „მოხსენებაში რუსეთის მთელი მთავრობის ჩართვა სასაცილოა! იქ არიან ოლიგარქები, რომლებსაც სულაც არ აქვთ ახლო კავშირი პუტინთან. პირიქით. ბევრი კი საერთოდ არ არის ნახსენები. ფაქიზი ნამუშევარია!“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა.
„სია სანქციების გარეშე - ქარს გატანებული ფულია. ასეთი მოხსენების გამოქვეყნება თავად ტრამპის მხარდაჭერას უთხრის ძირს. ჯერ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ სანქციები თავად ამერიკისთვის არახელსაყრელი იქნება, მერე კი ცნობილი ხდება, რომ „კრემლის მოხსენების“ წინ ვაშინგტონში ჩამოფრინდნენ რუსეთის ყველა მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელები - ბორტნიკოვი, ნარიშკინი და კორობოვი.
ვაშინგტონში მაღალჩინოსანი რუსების ასეთი „თავდასხმა“ თეთრ სახლში საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის, ყოფილი ელჩის კისლიაკისა და რუსეთის ახალი ამბების სააგენტო ТАСС-ში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ფოტოგრაფის ცნობილი ვიზიტის შემდეგ არ ყოფილა! ამასთან, მაგალითად, იგორ კორობოვი და სერგეი ნარიშკინი უკვე ამერიკული სანქციების ქვეშ არიან. ისინი ქვეყანაშიც კი არ უნდა შეეშვათ, არამცთუ CIA-ს შტაბბინაში ლენგლიში“, - წერს მაკფოლი.