გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ქურდული მენტალიტეტი საქართველოში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ქურდული მენტალიტეტი საქართველოში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისათვის სასჯელი მკაცრდება. როგორც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც.
შს სამინისტროში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას, ეს არის კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, საზღვრის დაცვა, უბნის ინსტიტუტების ინსტიტუტის გაძლიერება, ქვეითი პატრულის გაძლიერება და .. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების სურათის გაუმჯობესების კუთხით და ჩვენი მოქალაქეების დაცულობის კუთხით”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა უწყების გახსნილობას და ადამიანის დაცვის კუთხით სპეციალური დეპარტამენტის შექმნის ფაქტს მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, ამ მიმართულებითაც უწყებაში ბალანსი უნდა არსებობდეს.
მთლიანობაში, მინდა აღვნიშნო და დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქარველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული და ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ნამდვილად თანმიმდევრული და დაუნდობელი, ვინაიდან ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს, მშვიდ ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.