აქტუალური
დედოფლისწყაროს რძის პროდუქტების ქარხანას, გაძვირებული ნედლეულის გამო, პროდუქციის ფასის გაზრდა 15-20%-ით მოუხდა. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ რძის სიმცირის და სიძვირის გამო, ფასის მატება გარდაუვალი იყო.
მათივე თქმით, ბაზარზე რძის დეფიციტია, ამიტომ კიდევ უფრო გაძვირება გამორიცხული არ არის. დღეისთვის დედოფლისწყაროს რძის პროდუქტების ქარხანა ბაზარზე სამი პროდუქტითაა წარმოდგენილი და ფასი 5 ლარიდან იწყება.