აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო, სხვა შინაარსს ჩვენ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ეს არის პრეზიდენტის ყოველდღიური ბრალდება ნებისმიერი ტიპის ცოდვებში. ეს კი ნახევარდღიანი ბრალდებებია ხოლმე, იმიტომ რომ ის განცხადებები, რაც კეთდება, მერე რამდენიმე საათში ბათილდება ხოლმე. მაგალითად, გავიხსენოთ, რომ იყო ბრალდება, თითქოს იმდენი პატიმარი გამოვუშვი, კატასტროფის წინაშე ვდგავართ და რეკორდსმენი ვარ. ასეთი იყოშავი პიარისტალღა. მე სტატისტიკურად არ აღვიქვამდი შეწყალებას, თავში აზრადაც არ მომსვლია ამის დათვლა, თუმცა გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები და მე, სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ნამდვილად მეათედი მყავს შეწყალებული.
ასეთი ტალღები, გამომდინარე იქიდან, რომ არც მესიჯი აქვთ და არც კანდიდატი ჰყავთ, არის საპრეზიდენტო არჩევნები, წარმოებულიშავი პიარისფორმით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატზე და ამ ფონზე მათი გუნდის ნაწილმა გადაწყვიტა, მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავი პიარი“ აწარმოოს.
ჩვენ ვნახეთშავი პიარისტალღა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, „შავი პიარისტალღა .. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში. კიდევ რა იყო, ვეღარც ვიხსენებ. ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელშავი პიარისინიციატივებს, რომელიც, ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომქართული ოცნებისპოლიტიკური გუნდი, ფაქტობრივად, ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს. ვერ ვხედავ, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს ჩამოყალიბებული ჰქონდ თავის შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატზე, ვერ ჩამოყალიბდნენ. ამავე ფონზე, რაღაც ნაწილში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ უნდა აწარმოონშავი პიარიმოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ყოველდღე ჩვენ გვესმის ეს წარუმატებელი ტალღები, ასეთი იყო მანამდეც და დარწმუნებული ვარ, ანალოგიური აბსურდული ტალღები მომავალშიც გაგრძელდება. სიმართლე გითხრათ, ამ დაბნეულშავ პიარსმაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამ და არც მგონია, რომ ეს ვინმეზე მოქმედებდეს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.