უცხოეთი
დონალდ ტრამპი - სამუშაო ადგილების მატებისა და ხელფასების ზრდის მიუხედავად, აშშ-ში მხოლოდ რუსეთზე საუბრობენ

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. სამუშაო ადგილების მატებისა და ხელფასების ზრდის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ რუსეთზე საუბრობენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.
„სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა, როგორც იქნა, ბევრი წლის შემდეგ ხელფასების ზრდა – და ამაზე არც კი საუბრობენ, მხოლოდ რუსეთი, რუსეთი, რუსეთი იმის მიუხედავად, რომ ერთწლიანი ძიების შემდეგ შეთქმულება ვერ აღმოაჩინეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი და კონგრესის კომისია ატარებენ.
ამას გარდა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას ამერიკული სირცხვილი უწოდა.
„ალქაჯებზე რუსული ნადირობა გრძელდება. არ ყოფილა არც შეთქმულება, არც გამოძიების ხელისშეშლა. ეს ამერიკული სირცხვილია!“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერში“.
ეს მოსაზრება პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის საიდუმლო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ გამოთქვა.
2 თებერვალს აშშ-ის კონგრესმა რესპუბლიკური პარტიის საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნა. დოკუმენტები აშშ-ის გამოძიების ცენტრალურ ბიუროს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის თანაშემწეს, კარტერ ფეიჯს დაუსაბუთებელი მტკიცებულებების გარეშე საიდუმლოდ უთვალთვალებდა.

1tv.ge