პოლიტიკა
რუსეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობა უნდა განავითარონ და პოზიტიურ დღის წესრიგზე დაფიქრდნენ - გრიგორი კარასინი

     საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. მოსკოვი აღნიშნავს ნატოს ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების გააქტიურებას, – ამის შესახებ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ საქართველოში აშშ-ისა და ნატოს აქტივიზაციას. ციფრებს არ მოვიყვან, თუმცა მნიშვნელოვნად გააქტიურებულია შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მეზობლების შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა კარასინმა.
ახლო მომავალში საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე შეკითხვას რუსმა დიპლომატმა ასე უპასუხა: „მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დავრჩეთ ოპტიმისტები“.
„თავის მხრივ, რუსეთი გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონსგარე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მიუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გაამწვავონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში“,
– აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.