საზოგადოება
ქართული დიასპორა ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის საქართველოში საერთაშორისო ბიზნესასოციაცია (OGBA – Overseas Georgian Business Association) შეიქმნება, - განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ.
ასოციაციის შექმნის მთავარი იდეა გახდა ის, რომ მოძრაობა KAR.GE- მუდმივად აქვს კომუნიკაცია იმ ქართველებთან, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და დაინტერესებული არიან იმპორტით (საქართველოდან). ჩვენ ბევრი პატარა ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ აუცილებელია გარკვეული სისტემა, გარკვეული მექანიზმი, რათა სისტემურობა შენარჩუნდეს“, - აღნიშნა ზივზივაძემ.
მისი თქმით, ასოციაცია იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ეწევიან ბიზნესს და დაინტერესებული არიან ქართული პროდუქციის იმპორტით.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველებს შორის საქმიანი ურთიერთობ განვითარდეს, რათა რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე“, — აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.
მისი სიტყვებით, ახალი ბიზნესასოციაცია საბოლოოდ მიმდინარე წლის დეკემბერში ჩამოყალიბდება.
მოძრაობა KAR.GE ქართული პროდუქციის პოპულარიზაციითაა დაკავებული. მოძრაობას თავისი ვებგვერდი აქვს, სადაც წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქცია და ბრენდები.
წყარო: sputnik-georgia