საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში „კავკასიის ბარომეტრი 2017“ მონაწილე მოსახლეობის 16% სრულად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, 25% – ძირითადად უჭერს მხარს, 26% – ნაწილობრივ უჭერს, ნაწილობრივ – არა, 8% – ძირითადად არ უჭერს მხარს, 12% – საერთოდ არ უჭერს მხარს, 13%-ს – არ აქვს პასუხი.
გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან, 21%-ის აზრით, გაიზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, 19% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, 12% ფიქრობს, რომ ალიანსში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას დასავლეთთან, 8%-ის აზრით, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება.