აქტუალური
არანაირ ალტერნატიულ სცენარებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს! - მიხეილ ჯანელიძე Heritage Foundation-ის პუბლიკაციაზე

     საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ Heritage Foundation-ის პუბლიკაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს ოფიციალური პირები ნატოში გაწევრიანებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით კომპრომისს არ გამორიცხავენ.
საქართველოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული ხაზი და საქართველოს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მხრიდან და, ასევე, ალიანსის მხრიდან, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებული პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარული იქნებიან, დათანხმდნენ ნატოს წევრობას კომპრომისის საფუძველზე.