საზოგადოება
საქინფორმი CIA-ს წინააღმდეგ: 2:0 საქინფორმის სასარგებლოდ!

   წინასიტყვაობა საჭირო არ არის, უბრალოდ, თარიღებს დააკვირდით. მაშ ასე:
   2017 წლის 19 დეკემბერს საქინფორმმა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) საქმიანობის სენსაციური მხილება გამოაქვეყნა, პუბლიკაციას ერქვა „ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში“.
   CIA-ში პასუხზე თითქმის მთელი თვე ფიქრობდნენ, იმიტომ რომ საქინფორმის პუბლიკაციაში მოტანილი ურყევი, სკანდალური ფაქტების უბრალოდ უარყოფა არადამაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ ხელის ჩაქნევა და ესოდენ სენსაციური მხილებების უპასუხოდ დატოვება ამერიკული დაზვერვის საშინელ ჩავარდნას და ქართველი საზოგადოების თვალში ამის უხმოდ აღიარებას ნიშნავდა!
   და აი, ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 22 იანვარს, სააკაშვილის კუთვნილმა სამმა რუსოფობიურმა მედიასაშუალებამ - ბულვარულმა გაზეთმა, პროპაგანდისტულმა ტელეკომპანიამ და შავრაზმულმა ინტერნეტგამოცემამ - უბადრუკი ცილისწამება გაავრცელეს, რომელშიც საქინფორმის მთავარი რედაქტორი და პოლიტიკურ მეცნიერებათა ორი დოქტორი დადანაშაულებული იყო კრემლთან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან კონტაქტში და საქართველოში მოსკოვის მიერ დაფინანსებული „რუსული პროპაგანდის“ ჩატარებაში. ადგილობრივი ბინძური შემსრულებლების საყოველთაოდ ცნობილი კრეტინიზმის და მათი ოკეანისგაღმელი დამკვეთების პრიმიტიულობის გათვალისწინებითაც კი, ბოდვა იმდენად იდიოტური და სასაცილო იყო, რომ იმავე დღეს ჩაიხშო და „რუს ოკუპანტებზე მომუშავე ხალხის მტრების საქმიანობით აღშფოთებული მოქალაქეების“ მხარდაჭერა ვერ მიიღო.
   ანგარიში გახდა 1:0 საქინფორმის სასარგებლოდ.
   ერთი კვირის შემდეგ, 2018 წლის 29 იანვარს, საქინფორმმა გამოაქვეყნა CIA-ს მამხილებელი მეორე მასალა სახელწოდებით „საქართველოში რუსეთი აირჩიეს - NDI-ს კვლევაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დირექტივით №66-6G პასუხობს“. პუბლიკაციაში მოტანილი იყო საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის დაფინანსების სქემა (იხ. ქვემოთ), რომელშიც ზემოდხსენებულ ცნობილ გრანტიჭამიებს შორის იხსენიებოდა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (СRRС). ამასთან, აღნიშნული იყო, რომ საველე სამუშაოების ჩატარება NDI-მ ამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს“ (СRRС) დაუკვეთა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გრანტით, პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში, და რომ NDI- CRRC-ს მიერ 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 2018 წლის 17 იანვარს გამოქვეყნდა, რადგან ამ ხნის განმავლობაში ლენგლიში, CIA-ს შტაბბინაში კორექტირებას გადიოდა!
   ამჯერად CIA-ს პასუხისთვის თვე არ დასჭირვებია - სულ რაღაც 3 დღეში, 2018 წლის 1 თებერვალს, იგივე „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (СRRС) ისევ გამოაქვეყნა „გამოკითხვის“ შედეგები, ოღონდ უკვე კარნეგის კორპორაციის გრანტით (ნიუ-იორკი, აშშ), პროექტ „კავკასიური ბარომეტრის“ ფარგლებში. გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 25% საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ-ს ასახელებს, ხოლო გამოკითხულთა 40%-ის აზრით, საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია… უვიცი გაიძვერა ვიგინდარები საბოლოოდ გასულელდნენ - თუნდაც არ გავითვალისწინოთ ის, რომ გამოკითხულთა 40-50%-ს ასე არ მიაჩნია, დაახლოებით 20%-მა კი სხვა ქვეყნები დაასახელა, CIA-მ ამჯერად უფრო მეტადაც კი მოიჭრა თავი, ვიდრე NDI-ს გამოკითხვის შემთხვევაში! როგორც აღმოჩნდა, გამოკითხვა, რომლის შედეგები გუშინ, 2018 წლის 1 თებერვალს, გამოქვეყნდა. თითქმის სამი თვის წინ ჩატარდა - 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით! სამთვიანი „ხანდაზმულობის ვადა“ იმიტომ მიუთიტეს, რომ შემოწმება შეუძლებელი იყოს, და კიდევ იმისთვის, რომ თარიღი NDI-CRRC-ს ზემოხსენებულ ერთი თვის წინანდელ გამოკითხვას არ დაემთხვეს - ის გამოკითხვაც ხომ CRRS-მა ჩაატარა, რომელიც ისეთსავე შეკითხვებს სვამდა, CIA-მ ki განსხვავებული ციფრების დადება ბრძანა!
   ასე რომ, ანგარიში გახდა 2:0 საქინფორმის სასარგებლოდ.
2018 წლის 2 თებერვალი
საქართველო, თბილისი

 


საქინფორმის რედაქცია