სამართალი
რუსეთის ფედერაციის საბჭომ სამხრეთ ოსეთის დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საბჭომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალებში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. როგორც კენჭისყრამდე რუსმა სენატორებმა აღნიშნეს, შეთანხმება არ არღვევს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და არ ცვლის მისი შეიარაღებული ძალების სტატუსს”. დოკუმენტის თანახმად, არაღიარებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში გაივლიან. გასულ კვირას შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაუჭირა მხარი.
შესაბამის შეთანხმებას რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა 2017 წლის მარტში მოაწერეს ხელი.