პოლიტიკა
გაქცეული უკრაინელი ბიზნესმენის სერგეი კურჩენკოს ოფისიდან მიხეილ სააკაშვილის აქციების დასაფინანსებლად 200 ათას დოლარზე მეტი გადაიცა!

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა რუსეთში გაქცეულ უკრაინელ ოლიგარქს სერგეი კურჩენკოს ფინანსურ დახმარებას სთხოვდნენ და სანაცვლოდ მის წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული საქმეების გამოძიებაში ხელის შეშლას ჰპირდებოდნენ.
ეს განცხადება იური ლუცენკომ ბრიუსელში ვიზიტისას „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში გააკეთა.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, გამოძიებამ ზუსტად იცის, რომ კურჩენკოს ოფისიდან აქციების დასაფინანსებლად 200 ათასი ევრო გადარიცხეს.
განიხილებოდა უკრაინის პარლამენტის შენობის დაკავება ეს ფული სააკაშვილის გარემოცვის წევრებმა მიიღეს. ეს არის ჩვენ მიერ დადგენილი ფაქტი. გამოძიება გრძელდება და არ არის იოლი. თუმცა პირველი სიგნალი უკვე გვაქვს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფარულ ჩანაწერში სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი ავთენტურია, რა მოხდება შემდგომეს დამოკიდებულია პროკურორზე, შემდეგ კისასამართლოს გადაწყვეტილებაზე”, – ამბობს ლუცენკო.
მისივე თქმით, უკრაინას ნამდვილად სჭირდება ოპოზიცია და მთავრობას სჭირდება კრიტიკა, თუმცა, ის წინააღმდეგია, რომ ხალხი საპროტესტო აქციებს ფულის სანაცვლოდ მართავდეს. განსაკუთრებით, უკრაინელი ხალხისთვის მოპარული ფულის სანაცვლოდ”, – ამბობს ლუცენკო.