პუბლიკაციები
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,7 % იყო. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინასწარი შეფასებით 4,8 %-ია.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.
imedinews.ge