პუბლიკაციები
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონგრესის წინაშე პირველი მიმართვის მთავარი მესეჯები

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის გამოსვლა შეეხო აშშ-ში ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს, ასევე საგარეო პოლიტიკას, მიგრანტებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. დღეს მე თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ორივე პარტიის წევრებსდემოკრატებსა და რესპუბლიკელებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები მიუხედავად მათი წარსულისა, კანის ფერისა თუ რელიგიისა. ჩვენი და აქ მყოფი ყველა პოლიტიკოსის მოვალეობა ამერიკელების დაცვაამათი უსაფრთხოების, მათი ოჯახების, საზოგადოებების, მათი წილი ამერიკული ოცნების. რადგან ამერიკელებიც მეოცნებეები არიან“, – მიმართა კონგრესში შეკრებილებს ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ჩვენი ახალი ამერიკული მომენტია. არასდროს ყოფილა უკეთესი დრო ამერიკული ოცნების რეალობად ქცევისთვის“.კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკის პრეზიდენტმა, სხვა თემებთან ერთად, ტერორიზმზეც ისაუბრა. ტრამპის თქმით, ტერორისტები არ არიან კრიმინალები, ისინი უკანონო მტრები არიან. წარსულში ჩვენ სულელურად გავათავისფლეთასობით საშიში ტერორისტი, რომლებსაც შემდეგ ბრძოლის ველზე შევხვდით, მათ შორისისლამური სახელმწიფოსლიდერი აბუ ბაქარ ალ ბაღდადი“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპმა მოუწოდა კონგრესს, მიიღოს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში ვაშინგტონს ყველა საჭირო უფლებას მისცემს. რაც შეეხება ანტიტერორისტულ ღონისძიებებს, ტრამპის თქმით, ისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ სირია და ერაყი ტერორისტებისგან თითქმის 100%-ით გაწმინდა. ამასთან დაკავშირებით, ტრამპმა აღნიშნა რომ მან ახლახან ხელი მოაწერა გუანტანამოში დაკავების იზოლატორების გააქტიურების გადაწყვეტილებას. ცოტა ხნის წინ თავდაცვის მდივანს ჯეიმს მეტისს დავავალე, კიდევ ერთხელ შეისწავლოს სამხედრო პატიმრობის პოლიტიკა და გამოიყენოს გუანტანამოს იზოლატორები“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკამ სრულად უნდა განაახლოს ბირთვული არსენალი. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონგრესს, შეწყვიტოს თავდაცვის უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირება და სრულად დააფინანსოს აშშ-ის არმია. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის საკითხს, ტრამპმა აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციების შეცდომების გამეორებას არ აპირებს და რომ ჩრდილოეთ კორეის უგუნური ლტოლვა ბირთვული რაკეტების მიმართ ამერიკას საფრთხეს ვერ შეუქმნის“. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც ერთ რეჟიიმს არ შეუვიწროებია საკუთარ მოქალაქეები ისე სასტიკად, როგორც ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რაკეტებისადმი უგუნური მისწრაფება მალე ჩვენს ქვეყანასაც დაემუქრება“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამერიკა ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.
პრეზიდენტის თქმით, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ თვითკმაყოფილებამ და დათმობამ ქვეყანა მხოლოდ პროვოკაციებამდე და აგრესიამდე მიიყვანა. ტრამპი პირობას დებს, რომ არ გაიმეორებს წინა ადმინისტრაციის შეცდომებს. ტრამპმა კონგრესს ასევე მოუწოდა, გადახედოს ირანთან შეთანხმების ფუნდამენტურ ხარვეზებს და აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მკაცრი სანქციები დაუწესა კუბისა და ვენესუელის მთავრობებს.
ტრამპი შეეხო გადასახადების შემცირების რეფორმასაც. მას შემდეგ რაც გადასახადების რეფორმა გავაკეთეთ, სამმა მილიონმა მუშამ უკვე მიიღო ბონუსები“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არჩევნების შემდეგ 2,4 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს, მათ შორის მხოლოდ 200 000 წარმოების სფეროში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არასამართლიანი სავაჭრო შეთანხმების ეპოქა დაასრულა!“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ყველა ძველი შეთანხმება გადაიხედება და ახალი შეთანხმება გაფორმდება. ამერიკამ ბოლოს და ბოლოს დაასრულა არასამართლიანი სავაჭრო შეთანხმებების ეპოქა, რომლებიც წლების განმავლობაში ფორმდებოდა. ამ შეთანხმებებმა მოგვპარა ღირებულებები და ჩვენი კომპანიები ქვეყნიდან გაიყვანა. ეკონომიკური დათმობის დრო დასრულდა. ამ წუთიდან, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები იქნება სამართლიანი და ორმხრივად სასარგებლო. გადავხედავთ ცუდ შეთანხმებებს და გავაფორმებთ ახლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ პოლიტიკა. დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეებს ბრძოლას უცხადებს და ნარკოდამოკიდებულებსდახმარებას ჰპირდება. „2016 წელს, ზედოზირების შედეგად, ჩვენ 64 000 ადამიანი დავკარგეთ. დღეში 174 ადამიანი. საათში შვიდი ადამიანი. ჩვენ უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ ნარკომოვაჭრეებთან მიმართებით, თუ გვსურს, შევაჩეროთ ეს უბედურება. ჩემი ადმინისტრაცია მოწოდებულია, ებრძოლოს ამ ეპიდემიას და დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც მკურნალობა სჭირდება. ბრძოლა იქნება რთული და დიდ ხანს გაგრძელდება, მაგრამ როგორც ყველაფერს, ამასაც მივაღწევთ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მედიკამენტების ფასის შემცირების ინიციატივით გამოდის. ვუბრძანე ჩემს ადმინისტრაციას, გადაწყვიტოს მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემა. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფასი შემცირდება და თქვენ ამას ნახავთ“, – განაცხადა ტრამპმა. ასევე, პრეზიდენტმა კონგრესს სთხოვა, განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის ექსპერიმენტული მკურნალობა დასაშვები გახდეს. უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ექსპერიმენტული მკურნალობაზე, რამაც მათ შესაძლოა, პოტენციურად გადარჩენის შანსი მისცეს. ეს ადამიანები არ უნდა დადიოდნენ ქვეყნიდან ქვეყანაში. მე მინდა, მათ შანსი აქ, ამ ქვეყნაში მივცე“, – განცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპის გამოსვლა საათის, 20 წუთისა და 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა. სიტყვა მას აპლოდისმენტებით 111-ჯერ შეაწყვეტინეს.