საზოგადოება
გრიგალმა და თოვლმა საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსკენ მიმავალი გზა ჩაკეტა

manqana_tovliსაგარეჯოს რაიონში, სოფელ უდაბნოსთან, გრიგალმა და თოვლმა სოფელისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გრიგალი მთელი ღამის განმავლობაში მძვინვარებდა. თოვლში სამი მანქანა ჩარჩა, სამ საცხოვრებელ სახლს კი სახურავი ნაწილობრივ გადახდილი აქვს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახური. გზა საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. სოფელ უდაბნოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის – ვაჟა გულბანის განცხადებით, გრიგალი ამ დროისთვისაც იმდენად ძლიერია, რომ მძიმე ტექნიკას მუშაობაში ხელს უშლის.