სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული . ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც . ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.
2018
წლის 30 იანვარს ზაურ - მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა 3 000 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.