უცხოეთი
სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის მონაწილეები საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. სოჭში სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის მონაწილეები საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ფორუმის დელეგატებმა სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საკუთარი მთავრობა მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა ჩამოაყალიბოს.
საკონსტიტუციო კომიტეტი ჟენევაში იმუშავებს და 150 ადამიანისგან დაკომპლექტდება, მათ შორის ორი მესამედი – სირიის ხელისუფლების წევრები, ერთი მესამედი კი ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.
საბოლოო გადწყვეტილებას, თუ ვინ იმუშავებს საკონსტიტუციო რეფორმაზე, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტაფან დე მისტურა მიიღებს.

1tv.ge