უცხოეთი
დონალდ ტრმპი - ჩინეთი და რუსეთი გამოწვევის წინაშე აყენებენ ჩვენს ეკონომიკას

     საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის სიძლიერესა და სიმტკიცეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც აღადგენს .
დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა.
„ჩვენს წინაშეა ისეთი გამოწვევები, როგორიცაა სასტიკი რეჟიმები, ტერორისტული დაჯგუფებები. ასევე კონკურენტები ჩინეთისა და რუსეთის სახით, რომლებიც გამოწვევის წინაშე აყენებენ ჩვენს ინტერესებს, ეკონომიკასა და ღირებულებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა, გაზარდოს სამხედრო ხარჯები.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია იმ იმედით, რომ მისი გამოყენება არასდროს დაგვჭირდება, მაგრამ უნდა გავხადოთ ის ისე ძლიერი , რომ მან ნებისმიერი აგრესიის შეჩერება შეძლოს. შესაძლებელია, ერთ დღესაც, მომავალში ქვეყნებმა გამოაცხადონ ბირთვული იარაღის განადგურების შესახებ. სამწუხაროდ , მსოფლიო ჯერ ამ ეტაპზე არ არის“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

1tv.ge