ლორა ტორნტონის უცნაური ბოდიში - NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა არ დააზუსტა - იპოვის თუ არა ტრამპი რუკაზე საქართველოს?
საზოგადოება
ლორა ტორნტონის უცნაური ბოდიში - NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა არ დააზუსტა - იპოვის თუ არა ტრამპი რუკაზე საქართველოს?

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ქართველმა პარლამენტარებმა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა ტორნტონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს კომენტარისთვის, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს“.
კომენტარი გავაკეთე ჩემს პირად გვერდზე სოციალურ მედიაში, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც არასამართლიანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისთვის.
ბოდიშს ვიხდი ამის გამო, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე მჯერა მტკიცე ურთიერთობის, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. NDI- ოფისი იმ სამუშაოს ერთგულია, რომელსაც საქართველოში ასრულებს“, – წერს ლორა ტორნტონი თავის ფეისბუქგვერდზე და ნაწყენია, რომ მისი კომენტარი „არასწორად იქნა ინტერპრეტირებული“. მაგრამ რაც მთავარია - ის უარს არ ამბობს თავის სიტყვებზე, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს!