ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს ეჭვი საქართველოს ალიანსში შესვლაზე რუსეთის რეაქციასთან დაკავშირებით - იან კელის ორაზროვანი კომენტარი
საზოგადოება
ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს ეჭვი საქართველოს ალიანსში შესვლაზე რუსეთის რეაქციასთან დაკავშირებით - იან კელის ორაზროვანი კომენტარი

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში საკმაოდ ორაზროვანი კომენტარი გაუკეთა ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ნატოში გაწევრიანებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისს არ გამორიცხავენ.
ვფიქრობ აქ რამდენიმე საკითხია. პირველი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ცხადია, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რა რეაქცია მოჰყვება მსგავს ნაბიჯს რუსეთის მხრიდან.
მეორე საკითხი ის არის, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ მან უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რა უნდა გააკეთოს, რათა ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე დროს მხარს ვუჭერთ საქართველოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი გახდეს“, – განაცხადა იან კელიმ.