საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები (ვიდეო)

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. გუშინ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა (ვიდეო იხ. აქ). მათი მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა დაფარავენ.
როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ განაცხადა, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.