სამართალი
ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარვმართავთ! - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის ანგარიშს საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის, რომლის შესახებ დღეს საქინფორმი დაწვრილებით იუწყება.
ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ნატოში გაწევრიანება, ასევე ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების ფონზე და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ესაა ჩვენი მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ და ასევე მკაფიო ხედვის საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი პოზიცია.
...ჩვენი პოლიტიკის წყალობით შეიცვალა ვითარება, რომელიც გვქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, ამას ღიად ვიტყვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის ძალიან მაღალ ხარისხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, - იუწყება 1tv.ge