პოლიტიკა
აშშ-მა საქართველოს ანგარიში წარუდგინა - ამერიკასაც და ევროკავშირსაც საქართველოს განვითარებისთვის უდიდესი ინვესტიცია აქვთ გაწეული! - გვაყვედრის ელჩი კელი

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ კონფერენციაზე პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. აღქმა და პოლიტიკა- დახურული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ დისკუსია და აზრთა გაცვლა მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც საქართველოსა და მისი განვითარებისთვის უდიდესი ინვესტიცია აქვთ გაწეული. კარგი შესაძლებლობაა, დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართოს, რომ დახმარების კუთხით ჩვენი პროგრამების განხორციელება უფრო უკეთესად მოხდეს“, – განაცხადა იან კელიმ.
როგორც პირველი არხი გვატყობინებს, ორდღიან კონფერენციაზე, სახელწოდებით „პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. აღქმა და პოლიტიკა”, ცივი ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკაზე მსჯელობენ.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ დახურულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.