სენსაცია! როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის, და არა პირიქით! ამერიკელ ექსპერტ ლუკ კოფის Heritage Foundation-დან წამოცდა!
პოლიტიკა
სენსაცია! როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის, და არა პირიქით! ამერიკელ ექსპერტ ლუკ კოფის Heritage Foundation-დან წამოცდა!

     საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი.
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება - აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“ – ანგარიშს ამ სენსაციური სახელწოდებით ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი Heritage Foundation აქვეყნებს. ანგარიშის ავტორია ექსპერტი ლუკ კოფი. აქამდე ხომ მიჩნეული იყო, რომ საქართველოს ნატოში შესვლა საქართველოს უმნიშვნელოვანესი უალტერნატივო ინტერესია, იმიტომ რომ ნატო მოწოდებულია, „ის ოკუპანტი რუსეთისგან დაიცვას და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნოს“. საქართველოს ნატოში სწრაფვის ფორმულირება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც კი შეიტანეს!
ანგარიში ამასთან დაკავშირებით აშშ-ისადმი რეკომენდაციებს შეიცავს, რომელიც „საქართველოს ნატოში შესვლის მომხრე უნდა დარჩეს“, იმიტომ რომ „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამაც კი ვერ აიძულა საქართველო, დასავლეთთან კავშირის განმტკიცებისგან თავი შეეკავებინა“.
„საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო გახდა იმედის ნაპერწკალი რთულ რეგიონში. საქართველოში შედგა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, თავისუფალი და ღია არჩევნების გზით. ქვეყანამ გაატარა ეკონომიკური რეფორმები, რათა ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოეხდინა. აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, გააღრმაოს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან, დაეხმაროს მას თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
...2018 წელი ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის აგრესიიდან 10 წელი გავიდა, არამედ იმიტომ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას დაჰპირდა. ბრიუსელის 2018 წლის სამიტი კიდევ ერთხელ იძლევა შესაძლებლობას, ნატო-საქართველოს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და კიდევ უფრო დაახლოვდეს. საქართველო მყარად უნდა იდგეს ნატოს სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს მიიღებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin, რაც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“,
– ნათქვამია, კერძოდ, ანგარიშში.