საზოგადოება
მშვიდობით, „სითი პარკო“? თბილისის მერმა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. დედაქალაქის მერის კახ კალაძის განცხადებით, თბილისში პარკირების სისტემა და სატრანსპორტო პოლიტიკა შესაცვლელია.
კითხვაზე, რომელიც  ე.წ. სტაიანშჩიკებს ეხებოდა, კალაძემ უპასუხა, რომ იგეგმება გარკვეული ცვლილებები და ეს მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იქნება.
სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია. გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, ეს არის კომპლექსური პრობლემა ქალაქში: აქ არის ტრანსპორტის მოწესრიგება, პარკირების მოწესრიგება, ტაქსების რეგულაციები, ესტაკადების მშენებლობა და .. ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს, პარკინგები არსებობდეს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული”, – განაცხადა კალაძემ.