უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - რა გახდა სამხედრო მოსამსახურე ბექა რუსიას დაღუპვის მიზეზი
სამართალი
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - რა გახდა სამხედრო მოსამსახურე ბექა რუსიას დაღუპვის მიზეზი

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი არკადი კვანჭიანი იმყოფებოდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გამომძიებელმა ოჯახის წევრები ადვოკატის თანდასწრებით დაჰკითხა.
ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, კითხვები შეეხებოდა იმ ახალ გარემოებებს, რაც საქმესთან მიმართებაში გამოიკვეთა.  მისივე თქმით, გამოძიებას კითხვები აქვს ოჯახის მიერ გასაჯაროებულ ფოტო და ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.
როგორც ადვოკატი ამბობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო არა გაუფრთხილებლობით მომხდარი უბედური შემთხვევა, არამედ განზრახ მკვლელობა.
ჩემს კუთვნილ ტელეფონზე განხორციელდა სატელეფონი ზარი, სადაც მითხრესშენ რა დღეში ხარ, ასე რატომ აქტიურობო. ეს, სავარაუდოდ, არის მუქარა და ბექა რუსიას საქმეს უკავშირდება“, - განაცხადა ადვოკატმა.
რუსიას ოჯახი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მაღალჩინოსნების დასჯას და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო და განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა.
გამოძიების ინფორმაციით, მას .-ს მიერ საგუშაგოს უფროსის .-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.