პოლიტიკა
არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობის გასაზრდელად გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.
,,მსგავსი კანონი მსოფლიოს 14 ქვეყანაში მოქმედებს. თუკი მოქალაქე ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, იგი ისჯება. მსგავსი მექანიზმი უნდა ამოქმედდეს ჩვენთანაც”, - ამბობს გაჩეჩილაძე.
„მწვანეები“ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, გაიზიარონ მათი ,,რევოლუციური ინიციატივა’’. ,,ამით ისინი დაადასტურებენ თავიანთ გულწრფელ სურვილს – შეიცვალოს საარჩევნო გარემო’’, - ამბობს გაჩეჩილაძე.
,,საქართველოს მწვანეთა პარტიის” გენერალური მდივნის თქმით, შემდეგ კვირაში ისინი საზოგადოებას ახალ პროექტს წარუდგენენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას შეეხება.