სიავუშ ჰეიდაროვი - სირიასა და ერაყში ისლამისტების რიგებში მებრძოლი აზერბაიჯანის 300-მდე მოქალაქე დაიღუპა
უცხოეთი
სიავუშ ჰეიდაროვი - სირიასა და ერაყში ისლამისტების რიგებში მებრძოლი აზერბაიჯანის 300-მდე მოქალაქე დაიღუპა

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. სირიასა და ერაყში ისლამისტების რიგებში მებრძოლი აზერბაიჯანის 300-მდე მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რელიგიურ სტრუქტურებთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა სიავუშ ჰეიდაროვმა განაცხადა.
მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე 92 პირი პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო 260 პირი იდენტიფიცირებულია და მათ მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
ჰეიდაროვის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია სირიასა და ერაყში რადიკალური დაჯგუფებების გავლენის ქვეშ მყოფი 300-მდე მცირეწლოვანისა და ქალის შესახებ. მათგან ერთ-ერთი ბავშვი უკვე დააბრუნეს აზერბაიჯანში და ამჟამად რეაბილიტაციას გადის, ხოლო კიდევ 19 მცირეწლოვანს უახლოეს პერიოდში დააბრუნებენ.

1tv.ge