უცხოეთი
თურქეთში, ხელისუფლების კრიტიკის გამო, 300 ადამიანი დააკავეს

      საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. თურქეთში 300 ადამიანი დააკავეს, რადგან სოციალური ქსელების საშუალებით ხელისუფლებას სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაციის გამო აკრიტიკებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში დაკავებულია 311 ადამიანი და მათ ბრალი ედებათ სოციალური ქსელების საშუალებით ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდის გავრცელებაში. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალები ქურთული სამხედრო ჯგუფების პოზიციებს ბომბავენ.

1tv.ge