არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას - ლევან იზორია
საზოგადოება
არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას - ლევან იზორია

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. თითოეული ქართველის და არა მხოლოდ მთავრობის რწმენაა, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გრიგორი კარასინის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან ერთად ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება.
ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემა, სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ კიდევ ერთხელ, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ამ პოლიტიკას ურყევად გავაგრძელებთ“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, ქმედებებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს ქვეყნის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, გმობენ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველი პარტნიორები უნდა მოერიდონ ილუზიას, რომ ურთიერთობის ნორმალიზება შეასუსტებს რუსეთის თანამშრომლობას აფხაზეთთან და ცხინვალთან.
1tv.ge