საზოგადოება
როგორც ,,აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო გიორგობიანი აცხადებს, სპეციალური რეისით 8 თებერვალს, დილის ექვს საათზე, შარმ-ელ-შეიხიდან 50 ქართველი ტურისტი დაბრუნდება.
მისივე თქმით, ამ რეისით საქართველოში ყველა ის ტურისტი დაბრუნდება, რომელიც ეგვიპტის ტერიტორიაზე იმყოფება."ჩვენ ეგვიპტის მიმართულებით სპეცრეისი დავნიშნეთ, ვინაიდან ქართველების გამოყვანა გახდა საჭირო. ამ რეისით საქართველოში ყველა ქართველი ტურისტი დაბრუნდება",- განაცხადა გიორგობიანმა.
ამასთან, "აირზენას" სპეციალური რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეგვიპტის მიმართულებით ღამის თორმეტის ნახევარზე შესრულდება, თუმცა, გიორგობიანის განცხადებით, ამ რეისს ეგვიპტეში არც ერთი ქართველი მგზავრი არ გაჰყვება.