პოლიტიკა
აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები და უარი თქვას ოკუპირებული ქართული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე - სახელმწიფო დეპარტამენტი

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას.
ჩვენ არ ვაღიარებთ .. „შეთანხმებას“, რომელსაც რეალურად ძალა არ აქვს და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უცვლელია აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციას განცხადებაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წელს დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე უარუ თქვას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.