სამართალი
ქვემო ქართლში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

rust_saavad„წითელი ხიდის“ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „დოჯის“ მარკის ავტომანქანა „გოლფს“ შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი - დაშავდა.

„დოჯის“ მძღოლი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ავარიისას ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი დაშავდა, მათ შორის ერთი 1 წლისაა. ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარმა სამმართველომ დაიწყო.