სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს.
ვახტანგ გომელაურმა როზაია პულისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.