სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა

     საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.