საზოგადოება
ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც დაბლოკვაზე - აკაკი გოგიჩაიშვილმა სააკაშვილის ტელეარხი დატოვა

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან წავიდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
"კი ვიძახეთ და ლამის შუბლზე დავიწერეთ,რუსთავი 2 ჩემიაო, მაგრამ, ვერ გახდა პირადად ჩემი, უფრო სწორად იყო წლების წინ და აღარ არის, და არცაქციებიშველის საქმეს, საპატიოდ რომ გადმომეცა ერთ ცნობილ შეკრებაზე არხისღმერთებთანთუდედოფლებთანერთად, დამილოცნია მისთვის, ვინც პირველი დაწერს, რომ მოსწონს ის რაც ხდება არხზე და ასეთი მენეჯმენტი მისაღებია: ყველა თემის გაშუქებაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაბლოკვაზე - ერთპიროვნული პოლიტიკური თუ სხვა სახის გემოვნების მიხედვით. არასდროსრუსთავი 2“-ზე ეს არ ყოფილა და ახლა არის... იყო ხანდახან, თუმცა მე პირადად ყოველთვის შემეძლო შეკამათებაც და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც - ესეც დასრულდა - ამიტომ მე ვტოვებ არხს 20-წლიანი, არ მომერიდება დაწერა, თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ.
ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების კვალიფიციურ კადრებს ერთი ხელის მოსმით ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში უშვებენ ერთპიროვნული გემოვნებით, დაფული არ არის საკმარისიამას ნამდვილად ვერ ხსნის, რადგან მათზე მაღალი ხელფასით უამრავი სხვა ადამიანი, მეგობრები, ახლობლები და .. სრულიად გაუგებარი დანიშნულებით პრობლემა თურმე არ არის”, - წერს, კერძოდ, გოგიჩაიშვილი.