სამართალი
საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენისას მიიმალა.
საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.