სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში თავისი მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი უარყო

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ჩემი პირველი მოადგილე გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციებს. ის ასრულებს საგამოძიებო ფუნქციებს და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას. არანაირ გადამეტებას იქ არ ჰქონია ადგილი. თუ ტაქტიკა თავდასხმა არის საუკეთესო თავდაცვა იქნება არჩეული, ამას ჩვენზე ზემოქმედება არ ექნება. ჩვენი ამოცანაა საქმის გახსნა და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას და გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბატონი ჭანტურია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ბატონ ქუთათელაძესთან და ამიტომ გამოძიებაგააგრძელებს თავისი ფუნქციის შესრულებას. ყველა ადამიანის მიმართ, რომელთანაც გარკვეული ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული", — განაცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.