პოლიტიკა
მისი თქმით, საქართველოს სურს, უსაფრთხოების არა მხოლოდ “მომხმარებელი’’, არამედ ,,მიმწოდებელიც” იყოს.
“ვაცნობიერებთ, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. სწორედ ამიტომ ავღანეთში ათასამდე ჯარისკაცი გავგზავნეთ. საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის (ISAF) ძალებთან ერთად, ჩვენი ძალები ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებიან. მომდევნო რამდენიმე თვეში ავღანეთში დამატებით ძალებს გავგზავნით. ეს იმისთვის კეთდება, რომ ავღანელმა ხალხმა მშვიდობიან ცხოვრებას მიაღწიოს და მათი ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად არ იქცეს”,—აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.