პოლიტიკა
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ჯერ არ შეუჩერებიათ, მაგრამ გააფრთხილეს! - „რადიო თავისუფლება“

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ მოუთხოვია, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორსპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, სადაც ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა შეხვედრა გამართა, რომელზეც ორი ქვეყნის - საქართველოსა და ალბანეთის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
„ამავე წყაროს თანახმად, საქართველოზე მსჯელობის მიზეზი გახდა ერთ წელიწადში (2016-2017 წწ.) საქართველოდან ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დაახლოებით 50%-ით გაზრდა. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი.
„
შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან ევროკავშირის რომელიმე მიმღებ ქვეყანას მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება“, – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.