პოლიტიკა
შავ ზღვაში წარმომადგენლობა გავზარდეთ და რეგიონს უკეთ ვეცნობით. საქართველოს განვიხილავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს - კლაივ ჯონსტონი

      საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავიზღვისპირეთის შესწავლა მხოლოდ ახლო წარსულში დაიწყო. ამ რეგიონში საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ეს განცხადება ნატოს საზღვაო ოპერაციების მეთაურმა კლივ ჯონსტონმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გააკეთა, სადაც საზღვაო ძალების მნიშვნელობასა და როლზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
შავ ზღვაში წარმომადგენლობა გავზარდეთ და რეგიონს უკეთ ვეცნობით. საქართველოს განვიხილავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. სულ რაღაც ორი თვის წინ ჩემი მოადგილე თურქულ გემთან და ბრიტანულ ჯგუფთან ერთად საქართველოში იყო და მესაზღვრეებთან ერთად უსაფრთხოების წვრთნები ჩაატარეს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დიდი რესურსი არ აქვს და რომ მათ ამ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეერთებული შტატებისგან რამდენიმე გემი მიიღეს საჩუქრად“, – თქვა ნატოს მაღალჩინოსანმა.
ჯონსტონის თქმით, ინსტრუქტორების გუნდი საქართველოს მიერ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარებმა სასიამოვნოდ გააკვირვა, რაც ნატოს შავი ზღვის აუზის უკეთ გაცნობაში ეხმარება.
„ამერიკის ხმა“ წერს, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ლტოლვილთა კრიზისმა და რუსეთის მიერ შემოდგომაზე ჩატარებულმა სამხედრო წვრთნებმა ზაპად 2017-მაჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საზღვაო უსაფრთხოებაზე დებატები გააცოცხლა.