საზოგადოება
სუბელიანის უწყება დევნილებს სარჩოს ართმევს

devnilebi5,,წინააღმდეგობის მოძრაობის’’ ინფორმაციით, იმ დევნილებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ, ან ფულადი კომპენსაცია მიიღეს, 28–ლარიანი პენსია შეუწყდებათ.

როგორც საქინფორმს ,,წინააღმდეგობის მოძრაობიდან’’ აცნობეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, 2010 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებულებით, დევნილებს 28–ლარიანი დახმარება მოუხსნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ანტისოციალური ინიციატივაა.

საქინფორმი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც დაუკავშირდა, მაგრამ სუბელიანის უწყება აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.