საზოგადოება
სანამ რუსეთი ევროპის საბჭოს პრინციპებს ეწინააღმდეგება და მოთხოვნებს არ ასრულებს, მანამდე საქართველო სანქციების მოხსნას მხარს არ დაუჭერს – სოფიო ქაცარავა

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, რუსეთისთვის ევროსაბჭოს მიერ დაწესებულსანქციების მოხსნაზე მსჯელობისას განაცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს სანქციები ყირიმის რფ-ის შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ დაუწესა, კერძოდ, რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოში ხმის უფლება შეუჩერა. სანქციების საფუძველი გახდა ყირიმი, აგრეთვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და იქ რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა. პასუხად მოსკოვმა საპარლამენტო ასამბლე მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საწევრო თანხის გადახდა შეწყვტა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პირველი ვიცე-სპიკერიივან მელნიკოვი თქმით, რუსეთის დუმის წევრების ევროპის საბჭოში მისვლა და კომისიის შეხვედრაზე დასწრება არ ნიშნავს, რომ რუსეთი ევროპის საბჭოს მიმართ პოზიციას ცვლის. მისივე თქმით, რუსული დელეგაცია ევროპის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, ვიდრე უფლებებს სრულად არ აღუდგენენ.