საზოგადოება
გროზნოს მერი საქართველოში ტურისტად იმყოფებოდა - გიორგი გახარია

      საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა საქართველოში გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის ჩამოსვლის მიზნებზე, რომელიც თითქოს 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებშია გარეული. მინისტრმა, კერძოდ, განაცხადა:
„ამის შესახებ პირველად მესმის, თქვენგან გავიგე და შევამოწმებ. ეს ადამიანი არასოდეს არცერთ სიაში შეყვანილი არ ყოფილა და არც ახლა არის. შესაბამისად, ალბათ, საქართველოში ჩამოვიდა და გავიდა, როგორც ტურისტი. თქვენს ინფორმაციას შევამოწმებ და თუ დადასტურდება, სათანადო ზომებს მივიღებ“.